პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოან როულინგმა ახალ რომანზე დაიწყო მუშაობა

ჯოან როულინგმა ახალ რომანზე დაიწყო მუშაობა

ბრიტანელმა მწერალმა, „ჰარი პოტერის“ ავტორმა ჯოან როულინგმა გაამხილა, რომ ახალ წიგნზე დაიწყო მუშაობა.
სოციალურ ქსელში X მან განმარტა, რომ სამი ახალი წიგნი უკვე დაწყებული აქვს, თუმცა პირველ რიგში „ფუტურისტულ“ ნაწარმოებზე აპირებს კონცენტრირებას.
„ეს არ არის კოსმოსური ოდისეა, ბოდიში. წიგნი დანამდვილებით უკავშირდება დედამიწას“, - დაწერა როულინგმა.
უცნობია როდის წარადგენს მწერალი ახალ ნაწარმოებს. ამ ეტაპზე ის ასევე მუშაობს დეტექტივ კორმორან სტრაიკის შესახებ სერიის მერვე წიგნზე, სახელწოდებით „ადამიანი დაღით“. ამ სერიაში, რომელსაც როულინგი რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით აქვეყნებს, კიდევ 2 წიგნის გამოცემა იგეგმება.
წყარო: tia.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.