ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა – ამერიკის საელჩოს განცხადება

ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის საკითხი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და ის, რომ პირველი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ჩვენ ველით მათ წინადადებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.