ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შაჰინი-ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა“ – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ბოლო ვიტიზე. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, მათი ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.
„დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის საკითხი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, და ის, რომ პირველი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ჩვენ ველით მათ წინადადებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.