ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა

ჯიმ ო’ბრაიენი სომხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი 10-12 ივნისს სომხეთში ჩავა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ო’ბრაიენი სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას განიხილავს, მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საფუძვლად ალმა-ათის დეკლარაციის გამოყენებას.
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის შეხვედრას უხელმძღვანელებს, რომელზედაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს შეაფასებს და შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.
ასევე, ჯიმ ო’ბრაიენი ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.