ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯიმ ო’ბრაიენი - საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული

საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილის რიტორიკაზე და შეშფოთება გამთქვა.
ო’ბრაიენმის თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს პოზიციებს.
„საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აშშ ქართველ ოფიციალურ პირებთან საუბარს გააგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.