ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” და ამ განცხადებას ცინიზმის გამოხატულებას უწოდებს.
მისი თქმით, გასაგებია, რომ საქართველოს ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება და ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს.
„ნატოში უკრაინის ვითომდა მომავალში შესვლის გამო რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მერე აღმოჩნდა, რომ ისედაც არავინ არ იღებს მათ ნატოში. უკრაინას რამდენჯერმე უთხრეს ნატო დაივიწყოს მანამ… სანამ რუსეთს ომში არ დაამარცხებს! ისე ნატოს წევრებს და წევრობის მოსურნეების უმეტესობას (99.9%) რუსეთისგან თავდასაცავად სჭირდებათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უკრაინამ თუ რუსეთი დაამარცხა, მაშინ რა ვიცი სჭირდებათ ნატო? მოკლედ დიდი ცინიზმია. ამ ცინიზმის გამოხატულებაა ჩვენს მიმართ დამადლებით გამოთქმული განცხადება – “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა. ამ განცხადებით რას გვეუბნებიან? ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო… გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს კი ნამდვილად გაუხარდება – ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს… ახლა კი ყველა დაფიქრდეს ჩვენთან მედიდურობით და დამადლებით საუბარი ვის წისქვილზე ასხამს წყალს?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა