ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს“ — მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციაზე მივიდა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციაზე მივიდა. სასულიერო პირის თქმით, არ შეეძლო რუსთაველის გამზირზე არ მისულიყო და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მოანწილეებისთვის არ ეთქვა, რომ ყველა ვალდებულია სამშობლოსთვის იცხოვროს წინაპრების არჩევანით:
„მე არ შემიძლია არ მოვსულიყავი თქვენთან და არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მით უმეტეს, ვნების შვიდეულში როცა უფლის ჯვარცმის დღეა. სამყარო უყურებს, ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს.
მე მინდა ყველას ვთხოვო ხელისუფლებას, მოქალაქეებს — ყველას თუ ჩვნე არ ვიქნებით აღარც სამშობლო იქნება, თუ მომავალი თაობები არ იქნება, აღარც ქვეყანა იქნება. ამიტომ ვთხოვ ყველას გვახსოვდეს ამ ქვეყანდ არსებობს მხოლოდ ერთი მომავალი და მისი სახელია სიკვდილი. პარასკევი არის სიკვდილის დღე უფლის ჯვარზე რომელსაც მოჰყვება აღდგომა.
ამიტომ ჩემი მოწოდება არის ის რომ თითოეული ჩვენთანგანის პირველი მოვალეობაა ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით. ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით და ვიქნებით“ — თქვა მთავარეპისკოპოსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.