კრამონი: დაუწესდეთ სანქციები ივანიშვილს და დეპუტატებს, საქართველოს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, დღეს, პირველ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კრამონის თქმით, განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
“ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები!
· ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა;
· ქართული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა;
· ბიძინა ივანიშვილის სანქცირება;
· მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს” – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.
We need concrete consequences!
– withdrawal of the EU-candidate status
– stop the funds for 🇬🇪 projects
– sanction Bidzina Ivanishvilli
– travel bans for MPs who vote in favour of the #RussianLaw https://t.co/NBnlqnCan7 — Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 1, 2024
· ომბუდსმენი შსს-ს: არ გამოიყენოთ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ
· Anonymous „ოცნების“ ხელისუფლებას აქციის დარბევის გამო აფრთხილებს: „დაგველოდეთ!“
· „ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს“ — მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციაზე მივიდა

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო