ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯეი დი ვენსი: რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ

ჯეი დი ვენსი: რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ

აშშ-სა და უკრაინას შორის ბევრ საკითხზეა თანხმობა. ხანდახან არის საკითხები, რაზეც უთანხმოებაა აშშ-სა და უკრაინას შორის და რაც ყოველთვის მაწუხებდა ამ ურთიერთობის შესახებ იყო არა იმდენად უკრაინული მხარე, არამედ ამერიკული მხარე, კერძოდ, დემოკრატების ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოვიდოდა, უკან $50 ან $100 მილიარდით ბრუნდებოდა ყოველგვარი რეალური მიზნის, დიპლომატიის გარეშე იმაზე, თუ რის ყიდვა უნდა მოხდეს ამ $100 მილიარდით და ყოველთვის ეს მაწუხებდა. იმაზე გაცილებით მეტად, რომ ზელენსკი ვაშინგტონისგან დახმარებას ითხოვდა, ის მაწუხებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ომის დამთავრების გეგმა, არანაირი დამაჯერებელი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ მოაგვარებს დამატებით $100 მილიარდი პრობლემას და ეს ფულის ორმოს ჰგავდა, სადაც პრობლემას ფულს ვაყრიდით ამ პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე. ეს ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ ჩვენ - მე და აშშ-ს პრეზიდენტს - არაერთი კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან.

ჩვენ მშვიდობისკენ მუშაობას გავაგრძელებთ და ჩვენი მიზანი, ზოგადად რომ შევხედოთ, ძალიან მკაფიოა. ამ საკითხზე საკმაო თანხვედრაში ვართ პრეზიდენტ ზელენსკისთან მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უთანხმოებებიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. არ გვინდა, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს. ასევე გვინდა მკვლელობების შეწყვეტა და ასევე ვფიქრობთ, რომ ომმა მიაღწია ისეთ ეტაპს, სადაც ვერც რუსები და ვერც უკრაინელები რეალურად ვერაფერს აღწევენ ომის გაგრძელებით. ყველასთვის საუკეთესო, მათ შორის ამერიკისთვისაც, მკვლელობების შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმების დადება იქნებოდა.

თქვა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა USA Today-სთან ინტერვიუში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.