ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯეიკ სალივანი: გეგმა „ბ“ არ არსებობს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი , ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ თეთრი სახლი აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზეა ორიენტირებული. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სალივანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესი დათანხმდეს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას და გეგმა „ბ“ არ არსებობს. მისივე განცხადებით, აშშ ვერ ხედავს გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ.

„ჩვენ გვჯერა, რომ კვლავ შეგვიძლია და მივაწოდებთ დახმარებას უკრაინას,ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა და ეს არის ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სალივანმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.