ჯედაში შეხვედრა დასრულდა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა

დასრულდა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჯედაში, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა. ომის დასრულების შესახებ მიმდინარე 7-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ორივე ქვეყნის მთავრობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, მზადაა 30-დღიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას დათანხდეს, რომელიც ამერიკამ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას შესთავაზა.
“უკრაინამ მზაობა გამოთქვა, რომ მიიიღოს ამერიკის შეთავაზება დაუყოვნებელი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის მიერ [ამ პირობის] მიღებას და ერთდროულად განხორციელებას. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის ურთიერთგაგება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები”,- წერია განცხადებაში.
შევხედრის დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ აღადგინა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაცემის პროცესი.
ჯედაში გამართული მოპალარაკების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად დელეგაციას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ „უკრაინაში მშვიდობის თაობაზე ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“.
ამერიკის პირველმა დიპლომატმა ასევე თქვა: „უკრაინამ დადებითი ნაბიჯები გადადგა, იმედი გვაქვს, რუსეთიც შესაბამისად მოიქცევა“. ჯერ უცნობია ზუსტად როდის შეხვდებიან ამერიკისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გააკეთა განცხადება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ და თქვა:
“ამერიკამ შემოგვთავაზა 30-დღიანი ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, არამხოლოდ რაკეტებისთვის, დრონებისა და ბომბებისთვის, არამედ მთელ ფრონტის ხაზზე. უკრაინა ამაზე თანახმაა და ამას დადებითად უყურებს. ამერიკამ უნდა დაარწმუნოს, რომ იგივე გააკეთოს”.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის თქმით, მოლაპარაკებები ეხებოდა „არსებით დეტალებს, თუ როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი“.
სამშაბათს, 11 მარტს ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე უკრაინულ დელეგაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მეთაური პავლო პალისა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!