ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: ღაზის სექტორში კატასტროფული ვითარება თითქმის ვეღარ გამოსწორდება

10 დეკემბერს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ღაზის სექტორში შექმნილი კატასტროფული ვითარების გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია მაშინაც კი, თუ მიღებული იქნება WHO-ის ექსტრემალური ზომა სამედიცინო მომსახურებასთან წვდომის გაფართოების შესახებ.
ექსტრემალური ზომა, რომელსაც მხარი დაუჭირეს ავღანეთმა, კატარმა, იემენმა და მაროკომ, გულისხმობს ღაზის სექტორში სამედიცინო პერსონალის შეშვებას და საჭირო პროდუქტების მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ WHO-ი მოახერხებს სამედიცინო პერსონალის და პაციენტების მიმართ ძალადობის ფაქტების დოკუმენტურ დადასტურებას და უზრუნველყოფს საავადმყოფოების აღდგენის დაფინანსებას.
Reuters-ს მოჰყავს ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის სიტყვები: „გულწრფელი ვიქნები: ამ პირობებში ეს ამოცანები პრაქტიკულად ვერ შესრულდება“ – თქვა WHO-ის ხელმძღვანელმა. Reuters-ის თანახმად, ღაზის სექტორის საავადმყოფოები იბომბება და ზოგიერთი მათგანი ალყაშია მოქცეული მას მერე, რაც აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილმა „ჰამასმა“ იერიში მიტანა ისრაელზე, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯერ კიდევ მოქმედი საავადმყოფოები გადატვირთულია დაჭრილებით და დაღუპულებით და ხანდახან ოპერაციებს გაყუჩების გარეშე აკეთებენ.
ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 17 ათასს აჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ