ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია" - ჟოზეფ ბორელი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს

კატასტროფული და აპოკალიფსური - ასე აღწერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას.
დიპლომატი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს.
"ადამიანთა ტანჯვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა. დაღუპულთა 60-70% სამოქალაქო პირია. მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია. შენობების განადგურება ღაზაში... ეს მეტ-ნაკლებად იგივე, ან უფრო მასშტაბურიც კია, ვიდრე - გერმანიის ქალაქების განადგურება მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას“, - ამბობს ბორელი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.