ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა – თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავეს

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ. მიხეილ სარჯველაძეს ოთხი მოადგილე ეყოლება – მისი მოადგილეები არიან: თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმებისსაფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.
“სარჯველაძემ თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. ის ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია