თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე აღარ წარადგინეს

თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე აღარ წარადგინეს
კობახიძის მთავრობა ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან იცლება. ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას თამარ გაბუნია ტოვებს. ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიხეილ სარჯველაძემ „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე” თამარ გაბუნია მის მოადგილედ აღარ წარადგინა. სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნენ.
შეგახსენებთ, თამარ გაბუნია პოსტსს 2019 წლიდან იკავებდა.
ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი – დაინიშნენ.
მიხეილ სარჯველაძისა და თამარ გაბუნიას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.
მიხეილ სარჯველაძემ, თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია