ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა

სააკაშვილის მიხედვით, ,,ფილდ კომანდერის“, ხოლო სოფო ნიჟარაძის მიხედვით, ,,ძღვენის” სუნიანი ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსში გასულმა კადრებმა, რომელიც პოლიციელთა მიერ დაკავებული მოქალაქეების ცემას ასახავს, თავზარი დამცა და შემზარა, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი განცხადებით, გაირკვა, რომ ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განსხვავებით „ნაცების“ რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით დააჯილდოვა.

„პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და როგორც ჟურნალისტისათვის, რომელიც მუდამ ვამხელდი და დღემდე ვამხელ სააკაშვილის რეჟიმის ძალოვანთა მიერ ადამიანების, მათ შორის, პატიმრების ცემასა და წამებას, პოლიციელთა მსგავსი ქმედებანი განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ყველა დროსა და ყველა ვითარებაში. ეს წითელი ხაზი და მორალური დემარკაციაა. შვებით კი მაშინ ამოვისუნთქე, როცა შსს-ისა და პროკურატურის ოფიციალური განცხადება გავრცელდა: ძალადობის ფაქტი 2022 წელს მომხდარა, მოძალადე პოლიციელები კი დაუკავებიათ და მიუციათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ე.ი. სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა. ხელისუფლებას, რომლითაც ქართველმა ხალხმა ჯალათებისა და მწამებლების რეჟიმი შეცვალა, სხვა უფლება არცა აქვს – სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და მოიქცეს ყოველთვის. რაც შეეხება კოლექტიურ ნოდარმელაძეს, ის მართლაც იმ ბიოლოგიური მასის სუნად ყარს, რომლის სიმყრალემ, თავის დროზე, სააკაშვილის სოფო ნიჟარაძეც კი შეაწუხა,” – წერს ხუბუა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც