ხუნდაძე: მმართველ გუნდში ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს

მმართველ გუნდში განხორციელებული ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს, რითაც პირველ რიგში საზოგადოება ისარგებლებს. ს გამოჩენა ქვეყნისათვის სტაბილურობის მეტ გარანტიას იძლევა, ხოლო ხელისუფლებისთვის – მეტ პასუხისმგებლობას.
ოპოზიციას ერჩივნა, არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნოდ არც თუ ისე უსაფუძვლოდ დაშინებული ოპოზიცია გაზაფხულის ბუზივით იკბინება.
განსხვავებული პრემიერი იყო თავისი არაერთი ისტორიული წარმატებით და ასევე განსხვადება ყველა სხვა პრემიერისაგან თანამდებობიდან წასვლით, რომ უკან ქვების სროლა არ დაუწყია საკუთარი გუნდისთვის, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს.
რაც შეეხება ირაკლი ს, ის გამორჩეული ლიდერია გუნდში, რომლის ნებისმიერი ნაბიჯი ცოდნით განპირობებული წინდახედულობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების მყარ გარანტიებს ქმნის.
მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდდა ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება.