ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხოშტარია: გორში მომხდარ ძალადობაზე "ოცნების" რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალობას

გორში მომხდარ ძალადობაზე თავად "ოცნების" რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას - კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული ძალადობა.
1. ძალის გადამეტება - როგორ შეიძლება, ძალის გადამეტება იყოს იქ, სადაც ძალის გამოყენების უფლება არავის არ ჰქონდა?!
2. ტყუილი - საქმეში ფიგურირებს დანა და ქვა. შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა. საქმეში არანაირი მტკიცებულება დანის ან ქვის შესახებ არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღიად და დემონსტრაციულად იტყუება.
3. დაზარალებულის "ბრალეულობა" - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა. ანუ ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ამართლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას და ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას ამ უდანაშაულო ადამიანზე.
4. „ოცნების“ პოლიტიკური განცხადებები - ტრადიციისამებრ, არაადამიანური და ძალადობრივი.”

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.