ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ხორვატიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩევლების ხმები დათვლილია საარჩევნო უბნების 98,65%-ზე.
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, მილანოვიჩი ხმების 74,58%-ით ლიდერობს, მისმა ოპონენტმა, მმართველი „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ წევრმა, დრაგან პრიმორაცმა კი ხმების 25,42% მოიპოვა.
შეგახსენებთ, ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 44,15% შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.