ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათაზე დაიხურება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი. ხმის მიცემის უფლება 3 769 598 მოქალაქეს აქვს. საარჩევნო უბნები გახსნილია ხორვატიაში და ასევე მის ფარგლებს გარეთ 38 ქვეყანაში. არჩევნებს 14 620 დამკვირვებელი დააკვირდება.
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი და მისი კონკურენტი დრაგან პრიმორაკი უპირისპირდებიან. არჩევნების პირველი ტური 29 დეკემბერს გაიმართა, ზორან მილანოვიჩს გამარჯვებისთვის ამომრჩევლების ხმების 1%-ი დააკლდა, მან ხმათა 49,2%-ი მიიღო. დრაგან პრიმორაკს კი, ამომრჩეველთა 19,4%-მა დაუჭირა მხარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.