არქივი9 აგვისტო, 2024, 14:37
ხორდი ალბამ პირადი და ტურნირის რეკორდი დაამყარა [VIDEO]
"ინტერ მაიამის" მცველმა ხორდი ალბამ MLS-ის ლიგის თასზე "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა.
"ინტერ მაიამი" ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და კანადური გუნდი 1/16-ფინალში 4:3 დაამარცხა.
"ბარსელონას" 35 წლის ექსმცველმა მონაწილეობა საკუთარი გუნდის მიერ გატანილ ყველა გოლში მიიღო. ეს აშშ-ის ლიგის თასის რეკორდია და ასევე ალბასიც - ვეტერან ესპანელს ერთ მატჩში ოთხი საგოლე პასი არასდროს გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ "ინტერის" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.