ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კევინ დურანტმა ოლიმპიადაზე აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების რეკორდი დაამყარა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია დამაჯერებლად, 122:87 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში „ფინიქს სანსის“ ვარსკვლავმა, კევინ დურანტმა რეკორდი დაამყარა. ამერიკელ კალათბურთელს ოლიმპიადებზე 494 ქულა დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია როგორც ამერიკის ქალთა, ისევე მამაკაცთა ნაკრებების ისტორიაში.
დურანტმა ლიზა ლესლის რეკორდი გააუმჯობესა. ქალ მოთამაშეს აშშ-ისთვის ოლიმპიადებზე 488 ქულა ჰქონდა მოგროვებული.
კევინ დურანტმა ოლიმპიური თამაშები 2012, 2016 და 2020 წლებში მოიგო. მას წელს აქვს შესაძლებლობა, გახდეს პირველი კალათბურთელი, რომელსაც ოთხი ოლიმპიური ოქრო ექნება.
კალათბურთელთა ტურნირზე ნახევარფინალურ შეხვედრას აშშ სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.