არქივი18 დეკემბერი 2025, 20:56
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 70 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.