არქივი19 დეკემბერი 2025, 17:28
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ინფორმაციით, ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.