პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხობში ავარიის შედეგად 25 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა

ხობში ავარიის შედეგად 25 წლამდე ბიჭი გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ძმა კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.