პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხობში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა – დაშავებულია მოზარდი

ხობში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა – დაშავებულია მოზარდი

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს დაშავდა 10 წლის მოზარდი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი 25 წლამდე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი, მისი 10 წლის ძმა დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წყაროს ცნობით, მანქანა გაჭრეს და ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ისე გადმოასვენეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.