არქივი18 მარტი, 2024, 13:38
ხმების 100%-ის დათვლის შედეგად ვლადიმერ პუტინმა 87,28% მიიღო და მეხუთე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინს მხარი 75 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4,31% მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.85% და ლეონიდ სლუცკიმ - 3.20%
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.