ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები „სამშობლოში დაბრუნდა“

ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები სამშობლოში „დაბრუნდა“.
„რაც შეეხება ნოვოროსიას, რაც შეეხება დონბასს, იქ მცხოვრებმა ხალხმა მშობლიურ ოჯახში დაბრუნების სურვილის შესახებ გამოაცხადა. მათი სამშობლოში დაბრუნება უფრო რთული, ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა პუტინმა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ კონცერტზე ვლადიმერ პუტინი სცენაზე დანარჩენ სამ კანდიდატთან ერთად გამოვიდა.
შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არ იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.