ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში

ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვისას ასამდე ადამიანი მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს, შემდეგ კი მანდატურის სამსახურს დაუპირისპირდა.
ისინი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.
ლილოში მომხდარი მკვლელობის წინასასამართლო სხდომა უკვე დასრულებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ოჯახი ეჭვობს, რომ ბიზნესმენი ლილოში შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.
„მათ მოკლეს ჩემი ქმარი, ნახეთ რას ატრიალებენ აქ... რატომ დააობლეს სამი ბავშვი? “, - ამბობს მოკლული ბიზნესმენის მეუღლე.
ცნობისათვის, 2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა კაცს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს.
მკვლელობის შემკვეთი პირის მეგობარი კი, რომელმაც მკვლელს ცეცხლსასროლი იარაღი მიუტანა, პოლიციამ 7 ნოემბერს დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემკვეთი მიმალვაში იმყოფება, ამიტომ მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.