პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კიკალიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი დატოვა

ხვიჩა კიკალიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა პოსტი განსაზღვრულზე 5 წლით ადრე დატოვა. როგორც ამბობს, შესაბამისი განცხადება მან ერთი კვირაზე მეტი ხნის წინ დაწერა.
ინფორმაცია “TV პირველმა” გაავრცელა. კიკალიშვილმა
“საკუთარი სურვილით დავტოვე […] კანონი არ მავალდებულებს მიზეზის ახსნას”, – უთხრა მან ტელეკომპოანიას.
ხვიჩა კიკალიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე 10 წლის ვადით, 2020 წელს აირჩეს. ის საკონსტიტუციოში უზენაესი სასამართლოს კვოტით მოხვდა. შესაბამისად, მისი შემცვლელის ნომინირების პასუხისმგებლობა კვლავ უზენაესი სასამართლოს ხელშია.
მალე საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტის დატოვება მოუწევს მერაბ ტურავასაც. მან უფლებამოსილების ვადა 2025 წლის აპრილის ბოლოს ეწურება. ტურავა მოსამართლე პარლამენტის კვოტით გახდა, შესაბამისად, მისი შემცვლელის არჩევის პასუხისმგებლობა კვლავ პარლამენტის ხელშია. გამომდინარე იქიდან, რომ ტურავა საკონსტიტუციოს თავმჯდომარეა, მისი და კიკალიშვილის შემცვლელების დანიშვნის შემდეგ პლენუმს ახალი თავმჯდომარის არჩევაც მოუწევს.
კიკალიშვილისა და ტურავას გარდა, საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლეები არიან: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
· ჯანეზაშვილი: კიკილაშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებაა

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.