ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა რევაზ ნადარაია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშვნამდე, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის პოზიციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რევაზ ნადარაია 2021 წლის ივლისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.