ხვიჩა კვარაცხელია პოლიტიკაში? - ზაზა ჯანაშია კვარას მომავალზე

რუსულ მედიასთან ინტერვიუში მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზეც.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში მოვიდეს - მას ერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი...
მაგალითად, თბილისის მერი და საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელები არიან - ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავადაა და სიმშვიდეა, რაც კარგია.
ასევე კარგი იქნება თუ სამომავლოდ სხვა ქართველი ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან", - განაცხადა ჯანაშიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.