ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლი" "კვარას" გაყიდვით სწორად მოიქცა" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი

"ნაპოლი" "კვარას" გაყიდვით სწორად მოიქცა" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი

"რომას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ Tuttosport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.
საბატინის თქმით, "პარტენოპეი" კვარაცხელიას გაყიდვით სწორად მოიქცა.
"გაუმჯობესება ნებისმიერ გუნდს შეუძლია, მათ შორის მადრიდის "რეალსაც" კი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ჩემპიონები არიან. "ნაპოლი" "კვარას" გაყიდვით სწორად მოიქცა. მათ მომდევნო ორი წლის განმავლობაში სატრანსფერო ბიუჯეტი ექნებათ. ვფიქრობ, ნერესი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ალბათ, კლუბშიც ასე ფიქრობენ", - განაცხადა საბატინიმ.
შეგახსენებთ, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 70 მილიონ ევროდ შეიძინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.