ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელია, ზედიზედ მეოთხედ, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია, ზედიზედ მეოთხედ, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.
2023 წელსაც, საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ნათია დანელია გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად საბა საზონოვი დასახელდა.
წლის საუკეთესო მსაჯის წოდება გიორგი ყრუაშვილმა მოიპოვა. ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.