არქივი28 ივლისი, 2024, 23:22
ხვიჩამ პირველივე მატჩში ანგარიში გახსნა [VIDEO]
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ ალბანეთის „ეგნატიას“ მასპინძლობს და 2:0 ამარცხებს.
მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, მან 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.
ნაპოლი - ეგნატია
გოლები: 1:0 კვარაცხელია (21), 2:0 პოლიტანო (29)
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.