ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დუბლი პლუს საგოლე პასი "ვილიარეალთან" - ზურიკოს დიდებული დებიუტი "სენტ-ეტიენში" [VIDEO]

საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ტონონ-ლე-ბენში "ვილიარელთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გაიბრწყინა.
დავითაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში ჯერ თავად გახსნა ბრწყინვალე გოლით ანგარიში,, შემდეგ ფლანგზე მეურვეს გაექცა და ჯიბრილ ოტმანს გაატანინა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შორიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
"ზურიკოს ფესტივალი - მისი წინამძღოლობით გავიმარჯვეთ", - წერს კლუბის საიტი.
"სენტ-ეტიენი" კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს, ხოლო 18 ივლისს ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად "მონაკოს" დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.