ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვალ სტარტაპები აქციას გამართავენ

ხვალ სტარტაპები აქციას გამართავენ

პარასკევს, 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, სტარტაპები ტექნოპარკში შეიკრიბებიან.
"ვიკრიბებით GITA-სთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად", - აღნიშნულია დაანონსებული პროტესტის აღწერაში.
ცნობისთვის, 13 დეკემბერს არაერთი საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.
13:00 საათზე HR პროფესიონალები და ტრენერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ.
14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა იგეგმება. მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ გაიმართება.
17:00 საათზე არის დაანონსებული მეღვინეების საპროტესტო აქცია. ასევე იურისტების აქციაც.
20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე თბილისში ფსიქოლოგების მარში დაიწყება.
ბათუმელი მეზღვაურებიც საპროტესტო მარშს აანონსებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.