ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვალ პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმენენ.
ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იქნება პარლამენტში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება.
კომიტეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 იანვარს წარადგინა. ამავე წელს მან კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.