არქივი28 თებერვალი, 2024, 06:39
პარლამენტში დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩს მოუსმენენ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს დღეს პარლამენტში ელოდებიან. რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს “საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის” შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებებით მნიშვნელოვანია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.