ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ხვალ, წევრ ქვეყნებს წერილის მეშვეობით ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ. ჩვენ თავდაცვის სფეროში მასიური ზრდა გვჭირდება, ეს ეჭვგარეშეა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპას ხანგრძლივი მშვიდობა სურს.
„ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდეს და ძალა საკუთარი თავის გაძლიერებით იწყება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.