ურსულა ფონ დერ ლაიენი – ხვალ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ – ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, რაც მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდეს

ხვალ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ხვალ, წევრ ქვეყნებს წერილის მეშვეობით ევროპის გადაიარაღების გეგმის შესახებ ვაცნობებ. ჩვენ თავდაცვის სფეროში მასიური ზრდა გვჭირდება, ეს ეჭვგარეშეა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპას ხანგრძლივი მშვიდობა სურს.
„ჩვენ ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს, მაგრამ ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ძალაზე შეიძლება დამყარდეს და ძალა საკუთარი თავის გაძლიერებით იწყება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში