ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხერსონის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა | დაშავდა 5

უკრაინული მედიის ცნობით, 5-6 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა რეგიონში 112 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან.
რუსი სამხედროების სამიზნეს დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და საწარმო წარმოადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.