არქივი31 დეკემბერი, 2023, 11:26
დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა | დაშავდა 6
უკრაინის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გასულ დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
დაზიანდა ექვსი მაღალსართულიანი შენობაც. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, S-300 ტიპის რაკეტით განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.