“ხელმეორედ კლავს გმირ პილოტს…” – რას მოჰყვა თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავის, მოიერიშე სუ–25–ის ჩამოვარდა?
საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
საქართველოს ხელისუფლება, ოცნება, როგორ ყველაფერი მოშალეთ ამ ქვეყანაში? სუ 25-ის ჩამოვარდნაზე, როდესაც ოფიციალურ განცხადებას აკეთებთ, საფრენი აპარატი კი არ უნდა დაწეროთ (ეგ შეიძლება გარე შემფასებელმა ან ჟურნალისტმა თქვას) არამედ საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავი, მოიერიშე სუ 25, და არა თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატი. წესია ასეთი. მერე სად არის ფბ გვერდზე ოფიციალური განცხადება დეტალებზე? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჟურნალისტებს არ უხსნით, რომ ვერტმფრენი არ ჩამოვარდნილა. მერე, სად არის ოფიციალურ გვერდზე პილოტის ბიოგრაფია და სამძიმარი? კიდე უფრო უარესი, რას ქვია სამხედრო პილოტი დაიღუპა, სად არის წოდება? ნებისმიერ სამხედროს აქვს წოდება და მასზე ოფიციალურ განცხადების დროს აუცილებელია წოდების მითითება (ამ შემთხვევაში, როდესაც ამხელა ტრაგედია მოხდა მითუმეტეს). ოფიციალური განცხადება ვინ მოამზადა, თავდაცვის ძალების ავიაცია და საჰაერო სარდლობა ორი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულია? სარდლობას ცალკე თავისი პილოტები ყავს? პილოტები საავიაციო ქვედანაყოფებში არ მსახურობენ და თანამდებობები არა აქვთ? ძალიან უცნაური განცხადებაა, ძალიან დილეტანტური, ტრაგედიას და მწუხარებას რომ არ ეკადრება ისეთი. გეგმიური ფრენა გასაგები იქნებოდა, მაგრამ სწავლება არაგეგმიური არსებობს? სწავლებას აქვს სახელი და ამ სწავლებაში თუ ავიაციაც მონაწილეობს მნიშვნელოვანი, დიდი სწავლებაა და ასე ჩუმად რატომ მიმდინარეობს?
რას გვეუბნება ოცნება:
1. გამართულ თვითფრინავის კატასტროფა გამოიწვია პილოტის შეცდომამ.
ნუ, ოცნება, რომ გარეწრების კრებულია, ამას აღარავინ დავობს, მაგრამ საინტერესოა ვისთვის კეთდება ასეთი აბსურდული განცხადება, რომელიც კიდე უფრო ამძიმებს ოცნების პასუხისმგებლობას?
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.