ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება.
როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და ყველა შესაბამისი სამსახური.
უკვე რამდენიმე საათია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა კატასტროფა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განიცადა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ25-მა ავიაკატასტროფა გეგმური სწავლების დროს განიცადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.