ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელისუფლებამ ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანები უკვე სასწორკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან – ალეკო ელისაშვილს დამცველი გამოუჩნდა

ხელისუფლებამ ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანები უკვე სასწორკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან – ალეკო ელისაშვილს დამცველი გამოუჩნდა
“ხელისუფლებამ ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანები უკვე სასწორკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან”– ასე გამოექომაგა მერაბ მეტრეველი ალეკო ელისაშვილს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 29 ნოემბრის დილას, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.