ამ ნაძირალას ვინც ჟურნალისტს დაუძახებს, უარესი ნაძირალაა – თენგიზ შარმანაშვილი მერაბ მეტრეველზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, რომელიც ალეკო ელისაშვილის ქმედების გამართლებას ცდილობს და წერს, რომ “ხელისუფლებამ ქვეყანაში ისეთი გამოუვალი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ნაბიჯებზე მიდიან”.
შარმანაშვილს არ ეგონა, თუ ვინმე ელისაშვილის ჩადენილ ქმედებას გაამართლდებდა და აქვე წერს, რომ “ფიშერი ალბათ შეძლებს”.
“ამ ნაძირალას ვინც ჟურნალისტს დაუძახებს, მეტრეველზე ვამბობ, უარესი ნაძირალაა ! ამას თუ ვინმე გაამართლებდა, არ მეგონა. თუმცა, ფიშერი ალბათ შეძლებს”-წერს შარმანაშვილი.
შსს-ს ცნობით, კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დაკავებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო