ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ სარფის სანაპირო ზოლში პანდუსის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. სოფელ სარფში ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.
პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს – 158 766 ლარს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, საკრებულოს წევრებმა და სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.