ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, იქ მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, “აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელი ირინა გიორგაძე, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.