ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ოჯახთან ერთად ესწრებოდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში განთავსდა დეკორაციული სივრცეები ფოტოსესიისთვის, სახეზე ხატვისთვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვისათვის მოეწყო კუთხეები.
კულტურის ცენტრის დარბაზში კი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და სახელოვნებო სკოლის, სასოფლო კლუბების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. პატარებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ღონისძიების ბოლოს ბავშვებს ნაყინი დაურიგდათ.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, სამახურის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები ესწრებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.